დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.
1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1953-1967წწ. მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად; 1967-1968წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე; 1968-1972წწ. საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1972-1974წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე" "საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა", შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია;მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა; 1971-1985წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდა თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი; 1992-2003წწ. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1992-1996წწ. იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი; 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის "წმინდა ნინოს" მონუმენტის აღმართვას; საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს "XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის" წოდება (2000), მედალი - "თბილისის ერთგულება", საქართველოს პრეზიდენტის სიგელი - "ერის გამორჩეული მოღვაწე" (2002). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.47-48; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 66